ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, დასახელებულია კონკრეტული თვეც

ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, დასახელებულია კონკრეტული თვეც

"ქართულ ოცნებაში" ახალი სახეების ძებნა უკვე დაიწყეს. "რა? სად? როდის?" კლუბის წევრების 20 კაციან შემადგენლობას პარტიაში ცოტა ხნის წინ უმასპინძლეს.

 

მოაზროვნეები პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვას ამ ეტაპზე უარყოფენ, თუმცა სამომვლოდ არ გამორიცხავენ, რომ კლუბის რომლიმე წევრმა გადაწყვტილბა შეცვალოს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. დასახელდა კონკრეტული თვეც, სექტემბერი.

 

ერთ–ერთი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნოდ მოაზროვნეები პარტიის სახეები გახდებიან სანაცვლოდ გიორგი მოსიძემ დეპუტატის სავარძელი მოითხოვა. 

 

დათანხმდებიან თუ არა ქართულ ოცნებაში გიორგი მოსიძის დეპუტატობას ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ კონსულტაციები მმართველ გუნდში ისევ გაიმართება. შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ შეკითხვები ამ საკითზზე "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვდრებზე ხშირად ისმება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: