ირმა ინაშვილი „ობიექტივისთვის“ სიხშირის დაბრუნებას ითხოვს
მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი ტელესიხშირის დაბრუნებას მოითხოვს.
როგორც ინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სასწრაფოდ უნდა გააუქმიოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, „ობიექტივისთვის“ სიხშირის ჩამორთმევის შესახებ. ამის პარალელურად კი, სიხშირე მის რეალურ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს. ინაშვილი ასევე მოითხოვს გამოძიების დაწყებას მარეგულირებელი კომისიის ყველა თავმჯდომარის წინააღმდეგ.
„ხვალ შევიტანთ სარჩელს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, რომ დადგეს დიმიტრი ქიტოშვილის, გიორგი არველაძისა და ირაკლი ჩიქოვანის პასუხისმგებლობის საკითხი და ტელეკომპანია „ობიექტივს“ დაუბრუნდეს კუთვნილი 35 სიხშირე.
ტელეკომპანია „ობიექტივი“ 2001 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მხოლოდ მხატვრულ ფილმებს უშვებდა. 2003 წელს კი არხი მზად იყო ახალი პროექტებით დაეწყო მაუწყებლობა.
არხის კონცეფციაზე ირმა ინაშვილი მუშაობდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელის შექმნას გეგმავდა. 2004 წელს ობიექტივის დირექტორს მიშა აგლაძეს კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ ლიცენზია ჩამოართვა.