ნოდარ ხადური: ელექტროენერგია შესაძლოა, გაიაფდეს

ნოდარ ხადური:  ელექტროენერგია  შესაძლოა, გაიაფდეს

ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით მთავრობამ მუშაობა დაიწყო. მიუხედავად ამისა,  წამყვანი როლი ამ მხრივ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აქვს.


ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი თავართქილაძესთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

"იძულებული ვარ, გადაგამისამართოთ ენერგეტიკის სამინისტროსთან, რადგან ამ თემაზე სრულიად მთავრობა, რა თქმა უნდა, ფიქრობს, მაგრამ წამყვანი როლი  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აქვს. სამინისტრო ამაზე სერიოზულად მუშაობს, რათა შესრულდეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და არა - ნოდარ ხადურის ანონსი", -განმარტა ნოდარ ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: