ემზარ ჯგერენაია: მმართველობითი ხარჯის მაქსიმალური შემცირება უნდა მოხდეს
შეჩერდება თუ არა ლარის ვარდნა. ეკონომიკური შოკიდან გამოსასვლელად მთავრობა საერთაშორისო სვალუტო ინსტიტუტებიდან სესხის აღებას გეგმავს. მდგომარეობას ადგილზე სვალუტო ფონდის წარმომადგენლები ეცნობიან.
ეკონომიკური ექსპერტები აცხადებენ: მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან იმ პროექტების დაფინანსება მოხდეს, რომელიც 2015 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში იყო გაწერილი და სწორედ ამის შემდეგ აიღოს ხელისუფლებამ სხვა დონორებისგან სესხი და დააფინანსოს ინფრასტრუქტურული პროექტები.
ექსპერტები პროგნოზირებენ იმასაც, რომ ბიუჯეტის კორექტირება მოხდება და ეს ხარჯვით ნაწილში იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ გააკეთა.
" სავალუტო ფონდი ბრძანებას იმპერატიულად არავის აძლევს, მაგრამ ის ათანხმებს ყველა იმ თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დახმარებით და მხარდაჭერით. სანაცვლოდ უნდა მოხდეს მმართველობითი ხარჯის მაქსიმალური შემცირება , ასევე ბიუჯეტის სოციალური დაცვის შემცირება", განაცხადა ჯგერენაიამ.