ბიძინა ივანიშვილი: რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა

ბიძინა ივანიშვილი: რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჭეშმარიტად განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ის პრობლემები, რაც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, ჩემი აზრით, დაკავშირებული იყო ზუსტად იმასთან, რომ ყოფილი ხელისუფლება, ჭეშმარიტი დემოკარტიული ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ფასადური გამონათქვამებით კმაყოფილდებოდა და არ იყო საკმარისი გამჭვირვალობა საზოგადოებაში და მათ რიცხვში - ჯარის შენაერთებშიც. საქართველოს ახალი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ყველა ქმედება გასაგები იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ნატო-სთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ, საქართველომ უახლოეს მომავალში მოახრეხოს და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა". 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება ნატოს,  ივანიშვილის განმარტებით, რასმუსენი ქართულ ჯარში არსებული ვითარების შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს და საქართველოს ახალ მთავრობას ნდობას უცხადებს. „რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეკიდება.


ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში განვითარდა. მხედველობაში მაქვს დაპატიმრებები. მე შევთავაზე გენერალურ მდივანს, ნებისმიერი ფორმით მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა, ეს არ ჩათვალა საჭიროდ და აღნიშნა, რომ ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა. ასეთი იყო მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განმარტავს ბიძინა ივანიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: