ეკა კვესიტაძეს კანონიერი ქურდი ემუქრება

ეკა კვესიტაძეს კანონიერი ქურდი ემუქრება

"რუსთავი2"-ის ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე, შსს-ს მიმართავს და აცხადებს, რომ მას ე.წ. "კანონიერი ქურდი"  ემუქრება.

ამის შესახებ ინფორმაცია ეკა კვესიტაძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ რამდენიმე წუთის წინ მას დაურეკა ე.წ. "კანონიერმა" ქურდმა, მინდია გორაძემ, იგივე "ლავას-ოღლიმ" და დაემუქრა. 

"არჩევანში" ჩართვისას მან დეტალებზე ისაუბრა, თუ რა უთხრა მას გორაძემ.  

კვესიტაძე იმ ნომერსაც აქვეყნებს, საიდანც მას გორაძემ დაურეკა. ტელეფონის ნომერია: +372 81 652097.

"იმედია, სათანადო ზომებს მიიღებთ, "ლავას-ოღლის" ადგილმდებარეობას დაადგენთ და მის ექსტრადიციას მოითხოვთ," - მიმართავს კვესიტაძე შსს-ს. 

ეკა კვესიტაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში სატელეფონო  ჩართვისას აღნიშნა, რომ მას გამოეხმაურა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დაჰპირდა, რომ სამინისტრო ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: