ვალერი ხაბურძანია: მათთან კონტაქტზე გამოდიოდა ერთი კაცი, რომელიც რუსეთის მთავრობის ემისარი იყო

ვალერი ხაბურძანია: მათთან კონტაქტზე გამოდიოდა ერთი კაცი, რომელიც  რუსეთის მთავრობის ემისარი იყო

არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსი, მოქმედი თუ ყოფილი, რომელსაც რუსეთთან უშუალო ან შუალობითი კავშირი არ ჰქონია, განცხადება ამის შესახებ, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა,  ვალერი ხაბურძანიამ  გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

 

 როგორც ხაბურძანიამ განაცხადა, რუსეთთან კავშირი "რესპუბლიკურ" პარტიასაც ჰქონდა.

 

"რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებსაც" ჰქონდათ შუალობითი კავშირები. მე ამაში კრიმინალს და უბედურებას ვერ ვხედავ. დავით უსუფაშვილიც ინტერესდებოდა რუსეთში მიმდინარე პროცესებით. მათთან კონტაქტზე გამოდიოდა ერთი კაცი, რომელიც იყო ემისარი რუსეთის მთავრობისა და მისგან რაღაცეებს გებულობდა, რაღაცეებს უთვლიდა და მიდიოდა ჩვეულებრივი პოლიტიკური გარიგება და ვაჭრობა," - განაცხადა ხაბურძანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: