რატომ ემუქრებოდნენ კოკა ყანდიაშვილს მოკვლით?-ყანდიაშვილის პასუხი ეკა კვესიტაძეს
ეკა კვესიტაძე: - "მირეკავენ კანონიერი ქურდები და საქმეს მირჩევენ..... მიყვირიან უხეშად......
მინდა ვთხოვო შსს-ს - ყველაფერი გააკეთეთ, რომ გამოიძიოთ ეს საქმე!!!
პ.ს. 7 ნოემბრის დღეებში და მერე მთელი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, დღეში რამოდენიმეჯერ - მეც, და ყველა იმ ადამაინს ვისაც ოპოზიციასთან გვქონდა ურთიერთობა, გვირეკავდნენ "ეკა კვესიტაძეები" - "უტიაშვილები" - "სააკაშვილები" და სიკვდილით გვემუქრებოდნენ. შვილების სიკვდილით. ოჯახის ამოხოცვით, დაშინებით, ლანძღვით და გინებით. სამსახურიდან ყრიდნენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს, ვისაც ახალგაზრდა ბიჭი ჰყავდა ოჯახში იჭერდნენ... დილით - ნაშუადღევს და შუაღამისას..... ეს არ მთავრდებოდა ოქტომბრიდამ და თებერვლამდე 2007-2008 წლები. მაშინ შსს-ს მიმართეს არა მხოლოდ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, არასამთავრობოებმა, ჟურნალისტებმა და პარლამენტის დეპუტატებმა, - პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც, საელჩოებმაც თხოვეს თავად ვანოს და მიშას - მაგრამ, სააკაშვილის პოლიტიკურმა შსს-მ ვერც ერთი ნომერის მფლობელი ვერ დაადგინა, არა და შტაბის სხდომაზე, ერთი 30 ადამიანი ვიყავით და თათბირის დროს - ერთი და იგივე ნომრებიდან გვირეკავდნენ ერთი და იგივე ადამიანები ერთნაირი მუქარის ტექსტებით...