ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზია და საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
ნახეთ ქვეყანაში რა ხდება, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ეს ყველაფერს ეტყობა, განცხადება ამის შესახებ, ნინო ბურჯანაძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზია და საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ხელისუფლებას მისი ჩატარების ეშინია.
"გასაგებია, მძიმე მემკვიდრეობა მიიღეთ,მაგრამ თქვენ რას აკეთებთ იმისათვის, რომ ეს მემკვიდრეობა შეიცვალოს? ეს ერთი; მეორეც, - ნახეთ ქვეყანაში რა ხდება, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ეს ყველაფერს ეტყობა. პრეზიდენტი არ ელაპარაკება პრემიერს, პრემიერი არ ელაპარაკება პრეზიდენტს, დაძაბული ვითარებაა პარლამენტსა და სხვა შტოებს შორის, პარლამენტის უმრავლესობაში ძალიან სერიოზული პრობლემებია, როდესაც უმრავლესობა თვალსა და ხელს შუა იშლება და ამავდროულად ის მანიპულირებადია. ესაა ქვეყნის პრობლემა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ უმრავლესობა პრაქტიკულად დაშლილია და ის ძალიან დიდი ფულითა შენარჩუნებული" - განაცხადა ბურჯანაძემ.