რაში ადანაშაულებს ირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას?

რაში ადანაშაულებს ირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას?

ის ფაქტი, რომ ალექსანდრე მარგიშვილი ახალ თანამდებაზე გადაჰყავთ ნიშნავს, იმას, რომ  ნარმანია ვერ წირავს თავის კადრს, განცხადება ამის შესახებ,ს აკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ გააკეთა.


"მარგიშვილის გაშვება თბილისის მერიიდან იმ ფორმით, რომ ის გადაჰყავთ სხვა თანამდებობაზე, ხაზს უსვამს, რომ მერიაში არსებული კორუფცია, მთავრობის უუნარობა და ნეპოტიზმი მომდინარეობს ნარმანიასგან, რომელიც ვერ წირავს თავის კადრს, რომელიც მისი მარჯვენა ხელი იყო ამ კორუფციულ გარიგებებში", - განაცხადა აბესაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებით კი, მსგავსი გადაადგილებები ვითარებას ქალაქში რეალურად ვერ შეცვლის.

არავითარ შემთხვევაში ეს არ უშველის მდგომარეობას მაშინ, როდესაც დედაქალაქის მერია იქცა კლასიკური კორუფციის, ძალადობის და სუს-თან თანამშრომლობის ბუდედ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: