ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციულ ბანკებს ერთ კვირიან ვადას აძლევს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე კომერციულ ბანკებს ერთ კვირას აძლევს იმისთვის, რომ დოლარში სესხის მქონე კლიენტებისთვის პირობების შესამსუბუქებლად გეგმები შეიმუშაონ.
გიორგი ქადაგიძის დავალება ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს. კერძოდ, მათ ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ხოლო სესხი დოლარში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და ბანკების საქმიანობაში ჩარევას ადგილი არა აქვს.
გიორგი ქადაგიძე დღეს კომერციული ბანკების პირველ პირებს შეხვდა, ხოლო საუბრის ძირითადი თემა სწორედ ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული ვითარება იყო. ლარის ოფიციალური კურსი დოლართან დღეს 2,26–ია.