გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობის ხარჯების შემცირება ეკონომიკაზე ყოველ შემთხვევაში დადებითად აისახება

გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობის ხარჯების შემცირება ეკონომიკაზე ყოველ შემთხვევაში დადებითად აისახება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა  ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ბიუჯეტის შეცვლა აუცილებელი იქნება. კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნება.

"თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის კუთხით დაგეგმილი გვაქვს ძალიან სერიოზული ქმედებები, აქტივობა მთავრობის მხრიდან და ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ მთლიანად დავაბალანსებთ სიტუაციას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული დახარჯული ლარი ეკონომიკაში იძლეოდეს ეკონომიკურ ეფექტს. ამ სიტუაციაში პრემიების გაცემა იქნება არაადეკვატური. მინდა, რომ მაინც ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, რადგან მთავრობის ხარჯების შემცირება ეკონომიკაზე ყოველ შემთხვევაში დადებითად აისახება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესს, ეკონომიკას, ადამიანებს დავუტოვოთ მეტი ჟანგბადი და ნაკლებად დავაწვეთ ტვირთად ამ სიტუაციაში ეკონომიკას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: