"საქართველოს ბანკი" მომხმარებლებს მიმართვის შემთხვევაში ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადებს
"საქართველოს ბანკი" ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სესხების დასაფარად, პროცენტი ლარში იგივე თანხა გადაიხადონ, რასაც ლარის გაუფასურებამდე იხდიდნენ. შეთავაზება ეხებათ იმ კლიენტებს, რომლებსაც შემოსავალი - ლარში, სესხი კი დოლარში აქვთ.
"როგორც "საქართველოს ბანკმა" განაცხადა, მის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი აქვს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხი აქვს დოლარში და აქვს კარგი საკრედიტო ისტორია, შეუძლიათ მიმართონ ბანკს, რომელიც ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადებს, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, ყოველთვიურად ლარში გადაიხადოს იგივე თანხა, რასაც იხდიდა დევალვაციამდე. ამასთან ერთად, მომხამრებელს შეუნარჩუნდება არსებული საპროცენტო განაკვეთი.
"საქართველოს ბანკმა" აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით. კაპიტრალის მდგომარეობა და გრძელვადიან რესურსზე წვდომა საშუალებას აძლევენ ბანკს შესთავაზოს მომხმარებლებს ხსენებული წინადადება".