ეკა ბესელია: პარლამენტში დებატებით ვერ მოხდება ლარის კურსის დასტაბილურება

ეკა ბესელია: პარლამენტში დებატებით ვერ მოხდება ლარის კურსის დასტაბილურება

ლარის კურსი არ არის ის თემა, რაზეც გადაწყვეტილებები  საპარლამენტო დებატების ფორმატში უნდა იყოს მიღებული, განცხადება ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ გააკეთა.

 

ეკა ბესელია იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ დღეს საღამოს გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს  თავად პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

 

"პრეზიდენტის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია. ამ ტიპის საკითხებს მთავრობის მაქსიმალური ძალისხმევა სჭირდება და არა დებატები. დებატებით ვერ მოხდება ლარის კურსის დასტაბილურება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩვენ დღეს შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ. დღის ბოლოს გეცოდინებათ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: