განიხილება თუ არა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი?

განიხილება თუ არა   აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი?

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოამდგენლის, ზურაბ აბაშიძის  და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც როგორც კარასინმა განაცხადა, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ, ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.


ზურაბ აბაშიძის განცხადებით,  შეხვედრის მთავარი თემა 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იქნება, რომლის იმპლემენტაცია რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს.

"თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ ამ გზით, თუ რუსეთის მხრიდანაც იქნება სურვილი და მონდომება, მოვახერხებთ, რომ ახლო მომავალში დაიწყოს ამ ხელშეკრულების რეალიზაცია. ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, რათა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები შვეიცარიაში შეხვდნენ, გააფორმონ კონტრაქტები შვეიცარიულ კომპანიასთან, შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი და შემდგომ დაიწყოს ამ ხელშეკრულებამ მუშაობა. ამ საორგანიზაციო დეტალებზე, იმედი მაქვს, პრაღაში შევთანხმდებით", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: