ვინ არის ხელისუფლებაში ნაციონალების ერთად ერთი იმედი?

ვინ არის ხელისუფლებაში ნაციონალების ერთად ერთი იმედი?

"იმედს ვიტოვებთ, რომ პრეზიდენტის ცინიკური დამოკიდებულების მსგავსად, პარლამენტი არ გამოავლენს ასეთ ცინიკურ დამოკიდებულებას," - პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

გაბაშვლის თქმით, სრული პასუხისმგებლობა დავით უსუფაშვილსა და უმრავლესობას ეკისრება, რომ რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს და ანტიკრიზისული გეგმა განიხილონ.

"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა.

ეს განცხადება გიორგი გაბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.  

გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან გამართული კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიგგარეშე სხდომა ლარის კურსთან დაკავშირებით არ გაიმართება. პრეზიდენტისგან რიგგარეშე სხდომის მოწვევას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: