გიორგი თევზაძე: "ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს უპასუხოს"

გიორგი თევზაძე: "ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს უპასუხოს"

უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებით, საქართველოში ლარის გამყარებისათვის ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფოს ბალასნსზე არსებული ქონება კი არ უნდა გაასხვისოს, არამედ უფრო სამართლიანი მიდგომა იქნებოდა თუ მთავრობის წევრები და ჩინოსნები ბიუჯეტიდან მიღებულ კოლოსალური ფულად პრემიებს და ფულად დანამატებს ისევ ბიუჯეტს დააბრუნებენ.

"ფაქტობრივად, საზოგადოებისათვის უცნობია თითოეულმა რა შესრულებული სამუშაოებისათვის მიიღო ასეთი კოლოსალური ფულადი პრემიები და დანამატები ხელფასთან ერთად, რა თქმა უნდა ეს ლეგიტიმური კითხვებია რაც საზოგადოებაში მუსირებს. უდაოა, რომ ლარის გაუფასურება საგრძნობლად დააწვა პირველ ყოვლისა უბრალო რიგით მოქალაქეებს, რომელებმაც თავისი არჩევანი, საყოველთაო არჩევნებისას ქვეყნის უკეთეს მომავალსა და ქვეყანაში სამართლიანობასა და მოქალაქეების სოციალური პირობების გასაუმჯობესებას მისცეს ხმა"- განაცხადა გიორგი თევზაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: