სევდია უგრეხელიძე: "მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" მარგიშვილის დასაქმების პორექტია

სევდია უგრეხელიძე: "მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" მარგიშვილის დასაქმების პორექტია

"საკრებულოში  "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლები "მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის"  შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

 

როგორც სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, ეს სამსახური სპეციალურად ალექსანდრე მარგიშვილისთვის იქმნება.

"მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნა სხვა არაფერია, თუ არა მარგიშვილის დასაქმების პროექტი. ჩვენთვის ცხადია, რომ მარგიშვილი მოხსნილი იქნა თანამდებობიდან, რისთვის - ამას არ გვიმხელენ, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ჯოკია ბოდოკიას დაჭერის შემდეგ ასე მალე, თუ რატომ ხდება მისი გათავისუფლება სამსახურიდან.

ამ ცენტრის შექმნა სრულიად ზედმეტია და "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკასთან არავითარ შემხებლობაში არ მოდის, ვინაიდან ეს არის ზემდმეტი ხარჯი, ზედმეტი ბიუროკრატია",-აცხადებს მარგიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიმა დავით ნარმანიამ  განაცხადა.

"მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" იმუშავებს იმაზე, რომ მოემსახუროს ინვესტორებს, წაახალისოს მათი საქმიანობა, დაეხმაროს კაპიტალდაბანდებების განხორციელებაში. მარტის პირველ ნახევარში შეიქმნება ასეთი ცენტრი, რომელსაც ჩემი დავალებით  ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. მას შემდეგ, რაც შეიქმნება ცენტრი და მარგიშვილი გახდება ამ ცენტრის ხელმძღვანელი, ის აღარ შეასრულებს ვიცემერის მოვალეობას," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: