ზურაბ აბაშიძე: ეს ყველაფერი პროვინცილიზმში გადადის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარასინთან არ ყოფილა.
"ეს კულუარული ინფორმაციები და შეთქმულების თეორიები ჩვენში რომ უყვართ, ისე არსად არ უყვართ. ეს ყველაფერი ზოგჯერ პროვინცილიზმში გადადის. მე ვთქვი, რომ არანაირი დეტალური განხილვა რკინიგზის აღდგენაზე არ ყოფილა, ან როგორ უნდა დაიმალოს. კულუარული შევხედრები, რომ გვინდოდეს 15 "პროჟექტორის" ქვეშ შევხვდებოდით? მე ვერ ვხედავ მათ გასაკუთრებულ დაინტერესებას", - განაცხადა აბაშიძემ
შეგახსენებთ, პრაღაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საუბარი რკინიგზის თემასაც შეეხო.