კულტურის სამინისტროს საჩივარი საყდრისზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გადახედვა დაევალა.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კულტურის სამინისტროს და ყველა იმ საჯარო უწყებას, რომელიც საჩივრის მონაწილეა, 21-დღიან ვადაში შეუძლია გაასაჩივროს.
"სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტრომ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის დროს არ დაიცვა სამართლებრივი პროცედურები. კერძოდ, საკითხი არ იყო სრულფასოვნად შესწავლილი და ძეგლს ისე გაუუქმდა სტატუსი. ჩვენ დავეთანხმეთ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში და მივმართეთ თხოვნით, რომ ძეგლის სტატუსის შეწყვეტის კანონიერებაზე თავად ემსჯელა, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა და ეს დაავალა კულტურის სამინისტროს", _ განაცხადა "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენლიმა ნინო გუჯარაიძემ.
მოსამართლეთა კოლეგიის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსაჩივრე მხარეებიდან მხოლოდ ღMG Gოლდ-ის წარმომადგენელი ესწრებოდა, კულტურის სამინისტროს, მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები კი, პროცესზე არ მივიდნენ. მოპასუხე მხარის "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენლის ნინო გუჯარაიძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა უკანონო იყო.
ნინო გუჯარაიძის თქმით კომპანია "არემჯი" საყდრისის ტერიტორიაზე არ უშვებს შესაბამის უწყებებს და მათთვის უცნობია ძეგლის მდგომარეობა.
კომიტეტის წარმომადგენელმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სიმბოლურია და ზეგავლენას ვერ მოახდენს საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებაზე. მისი თქმით, საყდრისის დაცვის კომიტეტი ძალისხმევას მიმართავს პარლამენტისკენ, სადაც უახლოეს დღეებში იგეგმება საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა.
ნინო ბურჭულაძე დეპუტატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ საყდრისთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნას.