ვინ აფინანსებს 21 მარტისთვის დაგეგმილ აქციებს
რა საიდუმლო შეკრება გაიმართა 28 თებერვალს "ნაციონალების" ოფისში – ამ სათაურით გაზეთი "კვირის ქრონიკა" სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა საკუთარ ინფორმატორზე დაყრდნობით წერს, "ნაციონალების" გენერალური გეგმაა 21 მარტს ქუჩაში მინიმუმ 50 ათასი კაცის გამოყვანა. გამოცემის ცნობით, ამ აქციებს ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა აფინანსებენ.
"ფული წამოვა მათი გარეთ დარჩენილი ბიზნესმენებიდან და, როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან თავიანთი ადვოკატების მეშვეობით კონტაქტობენ.ვანოს შეუთვლია, ფული იქნება არ დაზოგოთ, ოღონდ ეს ხელისუფლება მოვიშოროთო", – წერს გამოცემა.
ამასთან, გამოცემის წყაროს ცნობით, კუკავა შალამბერიძე-ღლონტის მიერ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან 4 მარტისთვის დაანონსებული აქცია ასევე "ნაციონალური მოძაობის" დაფინანსებით იმართება.
"მაშ ასე, "ნაციონალური მოძრაობის" გრაფიკი ასე დალაგდება: 4 მარტი, შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, დრო – 19:00 საათი. ამ აქციაში მანქანების კოლონაც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაემართება სოსოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. კოლონა სოლოლაკში იქნება დახლოებით 20-21 საათზე, როცა უკვე ღამეა. ამ დროს ძალიან იოლია პროვოკაციების მოწყობა და, ბუნებრივია, პოლიციასაც გაუჭირდება სიტუაციის გაკონტროლება, რაც შემდგომში აუცილებლად გახდება დავისა და გარჩევის საგანი.
"ნაციონალების" ოცნებაა, რომ 4 მარტის აქცია ბიძინა ივანიშვილმა დაარბიოს. მათთვიოს ისიც კი ბაირამობა იქნება, თუკი ვინმეს დააპატიმრებენ ან თავში ხელს წამოარტყმენ. ღამის საათებში ამ ყველაფერს გადაიღებენ და შემდეგ მსოფლიოს აუწყებენ, ივანიშვილმა დაგვარბიაო", – წერს გამოცემა.
წყარო: tabloid.ge