ჯონდი ბაღათურია: აქტიური პოლიტიკოსი და ლიდერი სწორედ ბიძინა ივანიშვილია
ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ფორმალურ მმართველად კვლავ რჩება და ის პოლიტიკიდან არასოდეს არ წასულა, ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.
"ქართული პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი არასოდეს წასულა. დღესაც ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი და ლიდერი სწორედ ბიძინა ივანიშვილია. თქვენ, ალბათ, გულისხმობთ მის დაბრუნებას რომელიმე პოსტზე. ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, ვერაფერს ვურჩევ. დღეს ივანიშვილი რომ არ მართავდეს ქვეყანას, ყველაფერი გაცილებით უარესად იქნებოდა.
ალბათ, ჯობია, რომ ფორმალურადაც იყოს მთავრობის ხელმძღვანელი და არ გაემიჯნოს ამათ, თორემ სულ გადაჭამენ ერთმანეთს!"- განაცხადა ბაღათურიამ.