დიმიტრი ლორთქიფანიძე: ბიძინა ივანიშვილმა აღებული პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა მიიყვანოს
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების წინაშე ვალდებუება აიღო და მისი ვალია ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაარეგულიროს. აღნიშნულზე ლორთქიფანიძემ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.
"ბიძინა ივანიშვილს ვალდებულება აქვს აღებული საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებას იგი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე დეკლარირებდა რამდენიმე თვის განმავლობაში. მან აღებული პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა მიიყვანოს და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში.
ვითარება გამოსწორდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბიძინა ივანიშვილი რეალურად დაინახავს და გვერდით დაიყენებს იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც საზოგადოება ენდობა და შექმნის ძლიერ გუნდს."- განაცხადა ლორთქიფანიძემ.