ნოდარ ჯავახიშვილი: რატომ არ იჭერენ ქადაგიძეს?
"ქადაგიძე მარტო "ქართუ ბანკის" საქმეზე არჩევნების მეორე დღესვე დასაჭერი იყო" - განცხადება ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
"მეც მაქვს შეკითხვა რატომ არ იჭერენ ქადაგიძეს? მთელს იმ ვაკხანალიას, რომელიც არჩვენების წინ ხდებოდა,ხელმძღვანელობდა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. თუ გაიხსენებთ, მაშინ უამრავი განცხადება მქონდა გაკეთებული, სადაც პირდაპირ ვამობდი, რომ ამას აკეთებდა ეროვნული ბანკი. გაიხსნეთ, თუ გნებავთ თავდასხმა ჩვენს მოლარეებზე, ფულის გათეთრების მოტივით. არ ვიცი, მიდის თუ არა ამაზე ახლა გამოძიება, მაგრამ ფაქტია, გიორგი ქადაგიძე არჩვენების მეორე დღესვე დასაჭერი იყო." - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა რომ იგი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "ბანკი ქართუს" გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე "მნიშვნელოვან" ფაქტს შეისწავლის.
ეროვნული ბანკის წერილობითი განცხადება ბევრ დეტალს არ შეიცავდა, თუმცა იმ ორ ფაქტს ასახელებდა, რომლითაც ბანკის გადაწყვეტილებაა მოტივირებული – ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წამოყენებული ბრალდება და "ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობის შეცვლა.