დავით უსუფაშვილი: რუსული აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება
ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ეს არის გაგრძელებაიმისა, რაც საქართველოში მოხდა, ამის შესახებ, საქარტველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.
"ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები - ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმის, რაც საქართველოში მოხდა 2008 წლის აგვისტოში და შესაბამისად, ეს არის ერთი გეგმის სხვადასხვა კომპონენტი. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს იმასაც, რომ უკრაინაში მიმდინარე საზარელი ამბების ფონზე, რუსული აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. მხოლოდ ასე შეიძლება დავახასიათოთ ე.წ. ხელშეკრულებები, რაც გაფორმდა სოხუმთან და ცხინვალთან და რომ ეს არის ერთი პროცესი, რომელსაც ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ. ამიტომ არის საქართველოს მთავრობის პოზიცია ურყევი და უცვლელი უკრაინისთვის დახმარების ნაწილშიც და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთელი ამ კომპლექსური პრობლემის ადეკვატურად გააზრებაშიც", - განაცხადა უსუფაშვილმა.