ნოდარ ჯავახიშვილი:მშენებლობაში კეთდებოდა და მომავალშიც გაკეთდება ფული
მშენებლობაში და არა მარტო მშენებლობაში კეთდებოდა და მომავალშიც გაკეთდება ფული, ამის შესახებ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გადაცემა "ქრონიკა+" განაცხადა.
"მშენებლობაში და არა მარტო მშენებლობაში კეთდებოდა და მომავალშიც გაკეთდება ფული. ჩვენი ხელისუფლების დანიშნულებაა ეს მინიმუმამდე ჩამოვწიოთ. თორემ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დანაშაული არსებობს და სულ იარსებებს.
მშენებლობაში ფული ყველა ქვეყანაში კეთდება. ეს არის ზოგადი შეფასება, ხელისუფლების ვალდებულებაა... მაპატიეთ, წინა ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი... ჩვენ მოვსპეთ კორუფცია. სანამ ხელისუფლება იქნება, არ მოისპობა კორუფცია. არცერთ ქვეყანას არ მოუსპია კორუფცია. მარტო სააკაშვილს შეეძლო ასეთი განცხადება გაეკეთებინა.
მე რომ ფულის კეთების ერთი ფაქტი გამომევლინა, ეს საქმე პროკურატურაში იქნებოდა და საზოგადოებას ეცოდინებოდა"-აღნიშნა ჯავახიშვილმა.