ზურაბ აბაშიძე: როგორც ჩანს, მას ე.წ. "ცოცხის" ფუნქცია დაევალა

ზურაბ აბაშიძე: როგორც ჩანს, მას ე.წ. "ცოცხის" ფუნქცია დაევალა

"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა  ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ  დავით შავლიაშვილი მოხსნის საკითხი წინასწარაა გადაწყვეტილი, აღნიშნულთან დაკავშირებით აბაშიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.


"როგორც ჩანს, მას დაევალა ეს ფუნქცია ე.წ. "ცოცხის". შავლიაშვილის საკითხი შეიძლება გადაწყვეტილიც იყო, რომ ის გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან, მაგრამ ალბათ დე იურე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მოახერხა ის, რომ ჯერჯერობით ის შეინარჩუნა, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს", - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის,  ნოდარ ჯავახიშვილი, გზის ტენდერებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ღიად საუბრობს და ფინანსური მაქინაციების სქემების გასაჯაროებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აპირებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: