ელისო ჩაფიძე: ნოდარ ჯავახიშვილი ადგილობრივ დონეებზე ჩატარებულ ტენდერებს გულისხმობდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრამ, ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი ტენდერებთან გაკეთებულ განცხადებაში ადგილობრივ დონეზე ჩატარებულ ტენდერებს გულისხმობდა, სადაც ძირითადი ყურადღება ფასს ექცევა.
"ბატონი ნოდარი გულისხმობდა ადგილობრივ დონეებზე ჩატარებულ ტენდერებს, სადაც მართლა ძალიან ბევრი გადაცდომა და პრობლემა გვაქვს. როდესაც გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ იმის საფუძველზე, ვინ შესთავაზებს ყველაზე უფრო დაბალ ფასს და არა კარგ ხარისხს ამა თუ იმ ტენდერის გამომცხადებელ ორგანიზაციას. ეს, რა თქმა უნდა, მერე თავის გავლენას ახდენს, როგორც სამუშაოების შესრულების ვადებზე, ასევე ხარისხზე",-განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ცნობისთვის, ნოდარ ჯავახიშვილი, გზის ტენდერებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ღიად საუბრობს და ფინანსური მაქინაციების სქემების გასაჯაროებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აპირებს.