ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობს უამრავი დოკუმენტი, როგორ აწამებდნენ ადამიანებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის
"ძალიან მაღალია ინტერესი და მოლოდინი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. დარღვეული უფლებების კუთხით ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ უამრავი საქმე კვლავ გამოსაძიებელია. 2 წლის წინ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ დავიწყეთ საქმეების დახარისხება, პროკურატურაში დაიწყო ათასობით საქმის შესწავლა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციისას განაცხადა.
"ჩვენ მართლაც არცერთი წუთით შეგვიწყვეტია მუშაობა ამ კუთხით. დღეს პროკურატურაში გვაქვს ახალი სტრუქტურა, რომელიც სწორედ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას მოემსახურება.
არც თუ ისე ბევრი დროა გასული, რაც ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ჩვენმა ხალხმა. ბევრ ჩვენ მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, ამის მიუხედავად, დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება. იარა ვერ მოშუშდება, სანამ პასუხი არ ექნებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა - დაგეგმა და შეუკვეთა ეს დანაშაული.ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმე. ამის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია, რისი ამბიციაც ჩვენ გვაქვს.
ჩვენ სახელმწიფოი იყო დამცირებული და შეურაცხყოფილი მოასხლეობა, ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება, ბევრი გააკოტრეს, ბევრი კი ციხეში მოკვდა. დღეს ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს. არსებობს უამრავი დოკუმენტი, თუ როგორ იყენებდნენ წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის" - განაცხადა ღარიბაშვილმა.