გიორგი ბარამიძე: "ქართულ ოცნებას" რიგ საკითხებში ჩავარდნა აქვთ
"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრები ამბობენ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დებატები აუცილებელია."ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში პოლიტიკური დებატების ინიციატივით გამოდის.
"მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოში დებატები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. ლარის თემაში, საგარეო პოლიტიკაში, უსაფრთხოებაში, კრიმინალში, კორუფციაში, ყველა ეს ის საკითხებია, სადაც ძალიან სერიოზული ჩავარდნა აქვს "ქართულ ოცნებას" და ბუნებრივია მათ არ აინტერესებთ და არ აწყობთ, რომ ამ თემებზე კომპეტენტური საუბარი,"- აცხადებს პარტიის წევრი გიორგი ბარამიძე.