გიორგი მღებრიშვილი:11 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი შეიცვალა
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 11 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი შეიცვალა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დირექტორების ნაწილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგი მიდის, ზოგი მოდის. რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ევროპულ მოდელზე გადავიდეთ, ვინც გაუძლებს ამ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინაშე დგას, დარჩება, ვინც არა და, წავა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.