როგორ დაუბრუნებს სახელმწიფო ჩამორთმეულ ქონებას დაზარალებულ მოქალაქეებს?

როგორ დაუბრუნებს სახელმწიფო ჩამორთმეულ ქონებას დაზარალებულ მოქალაქეებს?

ირაკლი ნადარეიშვილის დეპარტამენტი 700 განცხადებას, რომელშიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ არის ნათქვამი, ხვალიდან შეისწავლის, მანამდე კი ეკონომიკის სამინისტირო იმ სქემას განმარტავს, რომლის მიხედვითაც მთავრობა დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს აუნაზღაურებს. 

 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სადავო ქონება, რომელზეც ყოფილ მფლობელებს პრეტენზია ჰქონდათ, მთავრობამ საპრივატიზაციოდ არ გაიტანა და შესაბამისად, არ გაუყიდია. 

 

"იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მომჩივანს გაამართლებს და მისი ქონება იქნება სახელმწიფოს ბალანსზე, ჩვენ მას ქონებას დავუბრუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ობლიგაციების გზით მოგვიწევს მათთვის ზიანის ანაზღაურება," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 

 

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. იგი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. 

 

"დაველოდებით გამოძიების დასრულებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე შესაბამისად ვიმოქმედებთ. ბიუჯეტში თანხები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დღესაც არის გათვალისწინებული. რა თანხაზეც იქნება ლაპარაკი, იმის მიხედვით შევთავაზებთ ამა თუ იმ პირს ზარალის ანაზღაურებას," - აცხადებს ნოდარ ხადური. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: