აქციის მონაწილემ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

აქციის მონაწილემ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

აქციის "შემოულაწუნე" მონაწილემ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა დაუმტვრია. ირაკლი გედენიძე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ გედენიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: