სად გააგრძელებს საქმიანობას დავით საგანელიძე?

სად გააგრძელებს საქმიანობას დავით საგანელიძე?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალი საქმიანობა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას დაუკავშიროს.

 

ამის შესახებ განცხადება საგანელიძემ აეროპორტში გააკეთა.

 

უმრავლესობის ლიდერი შეთავაზების მიღებას ადასტურებს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ არ აკონკრეტებს.

 

გადაწყვეტილების მიღებამდე კი საგანელიძე საპარლამენტო მანდატის და უმრავლესობის ლიდერის სავარძლის დათმობას არ გეგმავს.

 

საქართველოში დაბრუნებულმა უმრავლესობის ლიდერმა ფრაქციიდან თამარ კორძაიას გარიცხვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ზოგჯერ ჰქონდა განსხვავებული პოზიცია ფრაქციის, უმრავლესობის პოზიციისგან და ამან ფრაქციის გულისწყრომა გამოიწვია. თუმცა, საგანელიძემ განმარტა, რომ ფრაქციიდან კორძაიას გარიცხვა დღის წესრიგში, მისი განცხადებების მიუხედავად, არ დგას.

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: