თამარ სანიკიძე: საბიუჯეტო ნაწილში ჩამორჩენა არ არის

თამარ სანიკიძე: საბიუჯეტო ნაწილში ჩამორჩენა არ არის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის,  თამარ სანიკიძის განცხადებით საბიუჯეტო ნაწილში ჩამორჩენა არ არის.


"კვარტალი არ დასრულებულა, მარტში ასეთი სამუშაოები როგორც წესი უფრო გააქტიურებულია,ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ახლა იწყება. აპრილსა და თებერვალში მსგავსი სამუშაოები არ ტარდება. გეგმის მიხედვით მივდივართ. საბიუჯეტო ნაწილში არ არის ჩამორჩენა. უფრო გავაქტიურდებით, როგორც ფინანსთა მინისტრმა გვირჩია," - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ფინანსთა მინისტრმა პრემიერს ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინა და ის ოთხი სამინისტრო დაასახელა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ თანხებს სათანადოდ ვერ ხარჯავენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: