ირმა ჭკადუა: არსებობს მასალა, რაც გამოძიებას შემკვეთამდე მიიყვანს

ირმა ჭკადუა: არსებობს მასალა, რაც გამოძიებას შემკვეთამდე მიიყვანს

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს. ჭკადუას განცხადებით, არსებობს ძალიან ბევრი მასალა, რაც გამოძიებას შემკვეთამდე მიიყვანს. გამოძიება ამ დრომდე მუშაობს იმის დასადგენად, თუ  ვის ეკუთვნის შემთხვევის ადგილიდან  ამოღებული კიდევ ერთი დე-ენ-ემ -ის ნიმუში.


არსებული ინფორმაციით, სასაფლაოზე, სადაც აფეთქების შედეგად ვაზაგაშვილი დაიღუპა,  დე-ენ-ემ- ის ორი ნიმუშია აღმოჩენილი, რომელთაგან ერთი, საქმის მასალების მიხედვით,იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ   გია სოსანაშვილს ეკუთვნის.

"ორი უცნობი დე-ენ-ემის პროფილი ჩაიშალა. მას შემდგომ, რაც სოსანაშვილის თანხმობით აეღო მას დე-ენ-ემ-ის ანალიზი, უკვე 7-ში, წამები და წუთებია დაფიქსირებული, როდის შევიდა  აპარატში შესადარებლად ეს დე-ენ-ემი და როდის დაემთხვა.

მეორე ამ წუთისთვის არის დაუდგენელი პირი, თუმცა არსებობს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია და მასალა, სავარაუდო, ამ დე-ენ-ემ -ის მეპატრონის დასადგენად. დაკითხულია ძალიან ბევრი ადამიანი. ეს მოწმეები არიან არა  მარტო შსს-დან, არიან სამოქალაქო პირებიც. არსებობს ძალიან ბევრი მასალა, რაც გამოძიებას მიიყვანს შემკვეთამდე",-აცხადება ჭკადუა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში შინაგან საქმეთა  სამინისტროს თანამშრომელია ბრალდებული.

ცნობისთვის: პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, მოქმედი პოლიციელი გიორგი სოსანაშვილი დააკავა. გიორგი სოსანაშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება, რაც 11- დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: