ლაშა თორდია არც "ქართულ ოცნებას" ინდობს?!

ლაშა თორდია არც "ქართულ ოცნებას" ინდობს?!

გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველი, ორი იურიდიული პირი 80 ათასი ლარით დაჯარიმდა,თუმცა, მათი ვინაობა არ კონკრეტდება.


"უფრო მეტი შემომწირველი ჰყავდა "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, ჩვენთან დაბარებული იყო დაახლოებით 200-მდე ადამიანი.  ბევრმა მათგანმა წარმოადგინა არგუმენტი, თუ საიდან ჰქონდა ის თანხა, რომელიც მათ შეწირულობის სახით განახორციელეს "ქართული ოცნების" მისამართით.  ორი იურიდიული პირი დაჯარიმდა 80 000  ლარის ოდენობით, სადაც დარღვევა ეხებოდა არარეზიდენტი პირის მიერ შემოწირულების განხორციელებას.

ასევე იყო სარჩელები წარმდგენილი "გაერთიანებული დემოკრატების" მისამართით. რამდენიმე დაკმაყოფილდა, ხოლო რამდენიმეზე სასამართლომ შეაჩერა წარმოება",-განაცხადა თორდიამ.

დარღვევები 2014  წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა.

ცნობისთვის, 2014 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 7 493 724 ლარის შემოწირულება მიიღეს.

აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი შემოწირულება კოალიცია "ქართული ოცნების"სასარგებლოდ განხორციელდა. პარტიის ანგარიშზე  შემოწირულების სახით 6 157 751 ლარი დაირიცხა.

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ  "გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ " შემოწირულების სახით 2014 წელს 342 053 ლარი მიიღო. მესამე ადგილზეა  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 299 819 ლარით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: