ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

კახა კახიშვილი: მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მოდელზე გადავდივართ!

კახა კახიშვილი: მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მოდელზე გადავდივართ!

"არ დავუშვებთ პენიტენციურ სისტემაში ერთის მხრივ, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეგავლენების გაღრმავებას, ჩვენი თანამშრომლების შევიწროებას", აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის მოადგილემ, კახა კახიშვილმა სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას გააკეთა.

"ჩვენ უარს ვაცხადებთ იმ საბჭოურ მიდგომებზე, როდესაც სისტემის აბსოლუტურად ყველა მომუშავე იყო ოფიცერი – იყო ეს ბუღალტერი, იურისტი, ექიმი, სოციალური მუშაკი. ალბათ დამლაგებელიც ოფიცერი იყო, ოღონდ სხვა უწყების. გადავდივათ ახალ მოდელზე. პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად, ქმედითი და ეფექტური მართვის მოდელს ვნერგავთ. გადავდივართ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მოდელზე. უარს ვაცხადებთ პრაქტიკაზე, როდესაც თუკი ადამიანი ციხეში მოხვდებოდა, ყოველგვარ რესოციალიზაციაზე ფიქრი უნდა დამთავრებულიყო და გაძლებაზე ყოფილიყო. გვსურს დავნერგოთ მოდელი, როცა არ გაჩნდება კითხვები – ამას რატომ და მე – არა. ევროპული სტანდარტების მიხედვით, არ დავუშვებთ ერთის მხრივ, სისტემაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეგავლენების გაღრმავებას, ჩვენი თანამშრომლების შევიწროებას და ამავდროულად, არც ჩვენს თანამშრომლებს მივცემთ ადამიანის უფლებათა შელახვის უფლებას. აი, ასეთი სისტემა გვინდა დავნერგოთ." - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პარლამენტმა დღეს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაზე და ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: