გიორგი მარგველაშვილი წინა ხელისუფლების დაწყებულ "ჩინურ პროექტსაც" აგრძელებს
საქართველოში ჩინელი პედაგოგები ჩემოვლენ და ქართველ ბავშვებს ჩინურ ენას შეასწავლიან. ეს ინფორმაცია დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
მინისტრის თქმით, პროექტი "ასწავლე და ისწავლე", ისევე როგორც სხვა პროექტები, არის წინა ხელისუფლების პროექტების გაგრძელება.
"ჩემი რესურსები არ არის მიმართული კულტურულ არჩევანზე. ეს პროექტი ის არის, რაც გამოადგება ქართველ ხალხსა და სახელმწიფოს. ამ პროექტით სხვა ქვეყნებს ვუქმნით ყველა პირობას, რომ ქართველები ლაპარაკობდნენ არა მარტო ინგლისურ ენაზე, არამედ, შეძლებისდაგვარად, ყველა სხვა ენაზეც", _ განმარტავს გიორგი მარგველაშვილი.