ნინო ბურჯანაძე: დასავლეთმა ანგარიში გაუწია რუსეთს

ნინო ბურჯანაძე: დასავლეთმა ანგარიში გაუწია რუსეთს

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ბოლო პერიოდში ნატო-საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. ბურჯანაძე ღიად აცხადებს, რომ დასავლეთმა ანგარიში გაუწია რუსეთს, აღნიშნულზე ბურჯანაძემ გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბა.


"მე ძალიან კარგად მესმის, რომ დასავლეთმა ანგარიში გაუწია რუსეთს. ნათლად დაიწყო საუბარი, რომ საქართველო ნატოში ვერ შევა. რუსეთის განცხადებები არ არის ის, რისი იგნორირებაც დასავლეთს შეუძლია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასავლელმა პარტნიორებმა ინგლისურად გვითხრეს, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად და ქართულადაც, რომ საქართველოს არ აქვს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა. თუ ეს განცხადება მოულოდნელი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის - კიდევ უარესი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბედი და ჩვენთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს გარეშე წყდება ისე, რომ ამაზე არავინ საქმის კურსში არ გვაყენებს. გუშინ ოლანდმა საბოლოო წერტილი დაუსვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ნატოს წევრ ქვეყნებს ალიანსის გაფართოების საკითხზე ვეტოს უფლება აქვთ. დაახლოებით ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ ვერ გაიგეს ამ ქართველებმა დიპლომატიური ნათქვამი და ახლა პირდაპირ სახეში უნდა მოგახალოთ, რომ ვერ გახდებით ალიანსის წევრიო. დაახლოებით ასე ჟღერდა მისი განცხადება."- აცხადებს  ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: