ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის შეწყალების მოთხოვნით აქციები იწყება

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის შეწყალების მოთხოვნით აქციები იწყება

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის შეწყალების თხოვნით, ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართება,- ამის შესახებ დღეს პორტალ "კვირას" პრესკლუბში ემზარ კვიციანმა, ლევან მამალაძის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ და პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საგამოძიებო კომისიის თანათავმჯდომარემ ოთარ სტეფანიშვილმა ისაუბრეს.

როგორ სტეფანიშვილმა განმარტა, მისი თანათავმჯდომარეობით შექმნილმა საზოგადოებრივმა კომისიამ ლევან მამალაძის საქმე შეისწავლა, მას პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭეს.

მისი თქმით, კომიასიაში მაღალკვალიფიციური იურისტები და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები შედიან. ყოფილი გუბერნატორი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია, მის მიმართ შავი პიარის და სისხლის სამართლის საქმეში დადანაშაულების მიზეზი კი მამალაძის პოლიტიკური წონა იყო.

სტეფანიშვილის თქმით, მამალაძემ თავის დროზე დანაშაულში ის ინვესტორები ამხილა, რომლებსაც სააკაშვილი მფარველობდა. მამალაძის კანდიდატურა პრემიერადაც კი განიხილებოდა, რის გამოც სააკაშვილს მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება აწყობდა.

პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საგამოძიებო კომისიის თანათავმჯდომარის თქმით, მათ ლევან მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნაც დადეს, რასაც პრეზიდენტს, პრემიერს და პროკურატურას გადაუგზავნიან. პრეზიდენტისგან ლევან მამალაძის შეწყალების იმედი აქვს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს. მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ გიორგი მარგველაშვილმა მამალაძე შეიწყალოს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ გუბერნატორს ბრალად თანხის გამოძალვა და ანგარიშებზე თანხის არ ასახვა ედება. მამლაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 13 საათზე გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: