გიორგი კვირიკაშვილი:"საქართველოს რკინიგზის" პრივატიზაციის საკითხი ამ დროისთვის არ იხილება
"საქართველოს რკინიგზის" პრივატიზაციის საკითხი ამ დროისთვის არ იხილება," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
"ვიღაცეებს უნდათ, რომ შექმნან ნეგატიური ახალი ამბავი, მერე ყველა დავდგეთ და ამაზე ვილაპარაკოთ. საუბარი იყო იმაზე, თუ მოხდება ოდესმე პრივატიზაცია, არსებული საგარეო პოლიტიკური საფრთხეები უნდა იქნეს გათვალისწინებული. რკინიგზის პრივატიზაციის საკითხი ამ წუთას არ იხილება. მაგრამ ჩემის აზრით, იმისთვის, რომ იყოს საქართველიში აქტივების შეფასება უფრო იოლი, ასეთი ტიპის ორგანიზაციების მინორიტარული წილი ბირჟაზე უნდა გავიდეს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.