ირინა სარიშვილი: ვის იცავთ? ამ მთავრობას??? არ გრცხვენიათ??? თქვენს მდიდარ რჩეულებს დაელოდეთ!!! მაგრამ ამის გამო ამ უნამუსო ღორებს როგორ იცავთ?!!!
ირინა სარიშვილი სოციალური ქსელით 21 მარტს დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
„ვკითხულობ 21 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე სტატუსებს და სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ბევრს ამ ქვეყანაში სიმართლე არა თუ არ სჭირდება, არამედ სიმართლეს ჩვენს საზოგადოებაში სიკეთე არ მოაქვს! პირიქით!
აქციის მოთხოვნაა დღევანდელი მთავრობის გადადგომა. ამ მოთხოვნას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს, მაგრამ რაკი აქციას ნაცები მართავენ, მაშინ ეს მთავრობა უნდა დავიცვათ – ასე ფიქრობს დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის ის ნაწილი, ვისთვისაც მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ აქციას ნაცები მართავენ!!! ოღონდ ეგენი არა და დავიხოცოთ შიმშილით, დაგვენგრეს ქვეყანა თავზე, გვატყუოს, გვაფურთხოს ამ ხელისუფლებამ, დაგვცინოს, დაგვამციროს, მერე რა! მთავარია, ნაცები აღარ იყვნენ! თქვას დიდმა ბიძინამ, ლარის დაცემა ლარის ჯანმრთელობააო და სულ მცირე ხანში ეს "ჯანმრთელობა" ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დააბრალოს! არ შეასრულოს არცერთი დანაპირები (გადასახადები, ინვესტიციები, უფასო ფული), მერე რა! – მიშა ხომ მოგვაშორა! აწი ქვა ქვაზე არ დარჩენილა! – აი, ასე ფიქრობს ბევრი. და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ყველაზე ხმამაღლა ამას ისინი ამტკიცებენ, ვინც თავის დროზე მიშა სააკაშვილის ხელისუფლებას თავგამოდებით უჭერდნენ მხარს! აღარაფერს ვამბობ თავად ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც, თუ დავუჯერებთ, სააკაშვილის ხელისუფლებას ბოლო დღემდე აფინანსებდა, ერეოდა საკადრო პოლიტიკაში, იცავდა ვანო მერაბიშვილს, რომელსაც გადადგომა უნდოდა და მერაბიშვილს სააკაშვილიც ეთანხმებოდა, ქმნიდა საგადასახადო სისტემას, ყიდულობდა აქციების დარბევის საშუალებებს და ა.შ. მერე რა!!! აი, სწორედ ეს "მერე რა" ხალხი შემორჩა დღევანდელ ხელისუფლებას დამცველად, ისიც იმ დროს როცა ნაცები გააქტიურდებიან ხოლმე და სწორედ ასეთ არაადექვატურ საზოგადოებას ეყრდნობა "ოცნება".
ისევე, როგორც 2014 წლის 15 ნოემბერს, დღესაც მე მხოლოდ ერთადერთ შეკითხვას დავსვამ ამ ტიპის "მერე რა" ქოცმხარდამჭერების მისამართით: რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იტყვის სიმართლეს??? და თუ ამას თქვენთვის მაინც აქვს მნიშვნელობა, თქვენ გამოდით, თქვენ მოაწყვეთ აქცია! დაგიშალათ ვინმემ?!!! მიმართეთ თქვენს ფინანსურად ძლიერ რჩეულებს, კითხეთ, რატომ არიან ჩუმად! ან ვისი წყალობით ახერხებენ დღემდე ძვირადღირებული ოფისების შენარჩუნებას!!! ასე რამ დაგაბრმავათ და დაგაბეჩავათ?!! სიძულვილმა????
მაშინ კიდევ ერთხელ გეკითხებით: რა უფრო მეტია თქვენში? ნაცების სიძულვილი თუ სიმართლის, ან უბრალოდ, საკუთარი ქვეყნის, შვილების სიყვარული?!!!
ვის იცავთ? ამ მთავრობას??? არ გრცხვენიათ??? არ მოგწონთ 21 მარტის აქცია და ნუ მიხვალთ!!! თქვენს მდიდარ რჩეულებს დაელოდეთ!!! მაგრამ ამის გამო ამ უნამუსო ღორებს როგორ იცავთ?!!!
თქვენ კი, ქოცო ხელისუფალნო! დიდ ხანს ვერ გაძლებთ ნაცების სიძულვილით დაბრმავებული მხარდამჭერების ხარჯზე – ძალიან მალე ისინიც ხელიდან გამოგეცლებიან და მტერს არ ვუსურვებ, თქვენ რა დღეშიც აღმოჩნდებით!!! რისი იმედი გაქვთ?!
გემს მიხედეთ, ქოცებო, გემს!!!“- წერს სარიშვილი.