ვიქტორ დოლიძე: შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მთავრობა
"აღარავინ დავობს, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია",განცხადება ამის შესახებ "თავისუაფი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა.
მისი თქმით, პარტია მხარს უჭერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივას.
"შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მთავრობა, რომელსაც თუ პრობლემის გადაჭრის რაიმე გეგმა გააჩნია, დროულად უნდა წარმოადგინოს. პარლამენტი კი არის ის ორგანო, სადაც ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დისკუსია უნდა მოეწყოს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.