ირაკლი სესიაშვილი: საშტატო ერთეულის შემცირება არ იგეგმება

ირაკლი სესიაშვილი: საშტატო ერთეულის შემცირება არ იგეგმება

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.



"ნატოს რეკომენდაციით, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს სამხედრო პოლიციის რეფორმა. ჩვენ გვყავს აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობა, შესაბამისად ჩამოყალიბდება ორი სამხედრო პოლიციის ბატალიონი. რეფორმის მიზანი იქნება სამხედრო პოლიციის მაქსიმალური ინტეგრირება შეიარაღებულ ძალებში, რომ მათ თავის წესრიგის დაცვასთან ერთად ჰქონდეთ ასევე საბრძოლო ამოცანები. არანაირად არ იგეგმება ხელოვნურად საშტატო ერთეულის შემცირება ან რომელიმე სამხედროს გაშვება. თავისთავად, როცა ასეთი რეფორმა მიმდინარეობს, რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ყველა სამხედრო, ვინც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს, შესაბის სტანდარტებს, ყველა ჩვეულებრივად გააგრძელებს სმხედრო სამსახურს". - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: