პოლიტიკური შოუ, ლარი და ეკონომიკა

პოლიტიკური შოუ, ლარი და ეკონომიკა

დაესწრებიან თუ არა ეკონომიკური გუნდის მინისტრები პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ჯერჯერობით გაურკვეველია. ფინანსთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე მისვლას ამ ეტაპზე არ გამორიცხავს, თუმცა ნოდარ ხადურის თქმით, პლენარული სხდომის გამართვა ეკონომიკისა და სავალუტო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილი არ არის.  

 

"ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს, ან ეკონომიკას," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მთავრობა მუდმივად თანამშრომლობს პარლამენტთან და პრეზიდენტთან და აწვდის ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. ნოდარ ხადურის აზრით, შედეგი არ მიიღწევა პოლიტიკურ კინკლაობაში, რადგან მთავრობა შედეგზეა ორიენტირებული.  

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: