ნანა დევდარიანი: 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ გონების დაბნელებასთან გვექნება საქმე!

ნანა დევდარიანი: 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ გონების დაბნელებასთან გვექნება საქმე!

„ივერიონს“ ესაუბრება ანალიტიკოსი ნანა დევდარიანი.
-ქალბატონო  ნანა,  “ნაციონალური მოძრაობა“  21 მარტს ფართომასშტაბიან აქციას აწყობს. ის ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში, ლარის გაუფასურებასა და ზოგადუუნარობაში ადანაშაულებს და, აქედან გამომდინარე, მის გადადგომას მოითხოვეს. თქვენი აზრით, რა შედეგი მოჰყვება ამ აქციას?


-ეს აქცია უშედეგოდ დასრულდება.  შსს  მზადაა პროვოკაციის აღსაკვეთად. დადის ხმა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ სპეციალურად ამ აქცისთვის ჩამოჰყავს სნაიპერები. ჩემი აზრით, ის ამოვარდა დროის მდინარებიდან და თვითონ სჯერათ იმის, რაზეც  საკუთარ ვიწრო წრეში  საუბრობენ. ლარი კი არა,  ევრო  გაუფასურდა ევროპაში, ხოლო “ნაციონალური  მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ამ პრინციპით: “რაც უარესი, მით უკეთესი!“


-თქვენი აზრი,  დაუჭერს თუ არა ხალხი მხარს “ნაციონალურ მოძრაობას“, კონკრეტულად 21 მარტის აქციას?


-მხარდამჭერები მივლენ, მაგრამ არა ყველა, რადგან ეს აქცია იდიოტიზმია. “ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ხელისუფლებას 2 წელიწადში ეუბნება გადადექიო, როცა თვითონ 9 წელი კარგავდა  ქართულ ტერიტორიებს და მათ დამოუკიდებლობას  რუსეთს აღიარებინებდა. ახალ  ხელისუფლებას ის დაპირება მართლაც აქვს შესასრულებელი ხალხისთვის, რომ ესენი ციხეში ჩასვას, ხოლო პრობლემებზე ხალხი თავად ისაუბრებს - “ნაციონალურ მოძრაობას“ამაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს!


-“ნაციონალური მოძრაობას“ თავისი მმართველობის პერიოდში საკრალურივით ამოჩემებული ჰქონდა ხოლმე ესა თუ ის რიცხვი. ახლაც, 21 მარტის აქცია 20 მარტის მზის დაბნელებას დაემთხვა. როგორ ფიქრობთ, ეს თარიღი სპეციალურად შეირჩა თუ დამთხვევაა?


-ცნობილია, რომ სააკაშვილი აბოდებდა რიცხვ ხუთზე. “ არჩევნები“  5 იანვარს  ჩაატარა, გახსოვთ. ხელისუფლებაში მოსასვლელად 22 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღეს,  მოაწყო გადატრიალება, მაგრამ, რადგან მიქელ გაბრიელის სახელთან რევოლუციის დაკავშირება არამომგებიანი იყო, ის 23 ნოემბერს, გიორგობას, დაუკავშირა, თითქოს ის  წმინდა გიორგის სახელით იყო მოსული.


20-21  მარტს მზის კი არა, “ნაციონალური  მოძრაობის“ გონების დაბნელებასთან გვექნება  საქმე.


-როგორ შეაფასებთ თბილისის მერის მუშაობასა და ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ახალ სააგენტოს, რომელმაც წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი?


-არ მეგულება ხელისუფლება, სადაც კორუფცია არ ყოფილა. ჩინეთშიც კი, სადაც კორუფციისთვის სიკვდილით სჯიან, პრობლემურია ეს საკითხი.
რაც შეეხება ალექსანდრე მარგიშვილის ახალ სააგენტოს, რომელმაც თბილისის წვრილი და საშუალო ბიზნესი უნდა განავითაროს, მართლაც შეუძლია შექმნას სამუშაო ადგილები და დაეხმაროს ბიზნესს!

                                                ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: