დავით საგანელიძე პარლამენტის საგანგებო სხდომას არ დაესწრება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარლამენტის საგანგებო სხდომას არ დაესწრება, რადგან მას მიაჩნია, რომ ოპოზიციას რიგგარეშე სხდომის მოწვევა საკუთარი მიზნებისთვის სჭირდება.
"რატომღაც, როდესაც არასასესიო კვირაა, ისევ რიგგარეშე სხდომის მოწვევა ჩათვალა ოპოზიციამ საჭიროდ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მათ საქმიანი განხილვის მაგივრად მხოლოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევით უნდათ ამ თემით მანიპულირება. ამ შემთხვევაში მათ უკვე დაითანხმეს პრეზიდენტი ამაზე, მე პირადად არ ჩავალ ამ სხდომაზე", - განაცხადა დავით საგანელიძემ.