სოსო მანჯავიძე: კანონი ცილისწამების შესახებ უნდა აღდგეს!

სოსო მანჯავიძე: კანონი ცილისწამების შესახებ უნდა აღდგეს!

"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა საკრებულოში, სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რომ უნდა აღდგეს კანონი ცილისწამების შესახებ, ამის შესახებ მანჯავიძემ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. 

 

მანჯავიძის თქმით, ყველა ფეხის ნაბიჯზე ირღვევა უდანაშაულობის  პრეზუმცია და უნდა აღმოიფხვრას დასრულდეს სამუდამოდ.

"უნდა აღდგეს კანონი ცილისწამების შესახებ. ნაციონალებმა გააუქმდეს ეს კანონი და იმედი მაქვს, ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება კანონის აღდგენა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა უდანაშაულობის  პრეზუმცია და უნდა აღმოიფხვრას, დასრულდეს სამუდამოდ,"- განაცხადა მანჯავიძემ და აღნიშნა, რომ მედია მერიაში არსებულ პრობლემებზე უპასუხისმგებლოდ საუბრობს და სინამდვილეში ვითარება ბევრად კარგადაა. 



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: