სევდია უგრეხელიძე : დამამთავრებინეთ, კაცობის და გაგების და ქალობის ამბავში
მმართველი კოალიციის წევრი რიმა ბერიძე და ოპოზიციის წარმომადგენელი სევდია უგრეხელიძე გადაცემა "არჩევანში" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიმა ბერიძემ უგრეხელიძეს დასკვნითი სიტყვა შეაწყვეტინა, სადაც უგრეხელიძე ბერიძეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებდა.
უგრხელიძემ განაცხადა, რომ ბერიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ უარყოფით მოვლენებზე არის ორინეტირებული. უგრეხელიძის მტკიცებით, ის და მისი კოლეგები ხმას აძლევენ ყველა იმ პროექტს, რომელიც საჭიროდ მიაჩნიათ, თუმცა იქვე დასძინა რომ ეს პროექტები "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არის დაწყებული.
"თუ შეიძლება, დამამთავრებინეთ, კაცობის და გაგების და ქალობის ამბავში," - მიმართა სევდია უგრეხელიძემ რიმა ბერიძეს.
"ქალობის ამბავში ნუ შემეჯიბრებით, ძალიან გთხოვთ. გაგება ქართველ კაცში არის მთავარი, ვერ მომიგებთ ამ საკითხებში," - განაცხადა რიმა ბერიძემ